Magdalena Posted February 4, 2022 Posted February 4, 2022 კომპანია Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ მის ავტომობილებში არსებულ ბორტის მულტიმედია კომპლექსს დაემატება ინტელექტუალურ ხმოვან ასისტენტ Amazon Alexa-ს მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Jaguar Land Rover სმარტ-ასისტენტი ხელმისაწვდომი გახდება Jaguar-ისა და Land Rover-ის იმ ავტომობილებში, რომელთაც აქვთ საინფორმაციო-გასართობ სისტემა Pivi Pro-ს მხარდაჭერა. ამჟამად ექსპლუატაციაში იმყოფება 200 ათასზე მეტი ამგვარი სატრანსპორტო საშუალება. მარტივი ხმოვანი ბრძანებებით მძღოლები ასისტენტს მოსთხოვენ მარშრუტის გენერირებას, მუსიკის ჩართვას, ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას, სიახლეების მოსმენას და ა.შ. გარდა ამისა, ასისტენტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტ-სახლის მოწყობილობების მართვა. მფლობელს არ დასჭირდება სმარტფონთან დაკავშირება. ფუნქცია Jaguar and Land Rover Remote Skill for Alexa საშუალებას მისცემს დისტანციურად შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა და მიიღოს ინფორმაცია ბორტის სენსორებიდან. Amazon Alexa-ს მხარდაჭერის შესახებ შეტყობინება განახლების შედეგად გამოჩნდება Pivi Pro კომპლექსის ეკრანზე. https://tinyurl.com/mthxheex
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now