Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Meta წყვეტს პროექტ Express Wi-Fi-ს, რომელიც 30 განვითარებად ქვეყანაში ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში ხორციელდება თანამშროლობა ადგილობრივ ქომიუნითებთან, პროვაიდერებსა და ბიზნესებთან. მოქმედ უფასო პროგრამა Free Basics-ისგან განსხვავებით ახალი შემოთავაზება უზრუნველყოფს 100 მბ ინტერნეტს 15 ცენტად და 20 გიგაბაიტს - 5 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

წყარო: Facebook 

Facebook (ამჟამად Meta) 2016 წლიდან თანამშრომლობდა თანამგზავრულ ოპერატორებთან, ინტერნეტ-პროვაიდერებსა და სხვა კომპანიებთა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ფილიპინებში. საცალო მოვაჭრეებმა პროვაიდერებთან თანამშრომლობით შეძლეს წვდომის წერტილების შესაქმნელად მოწყობილობების გაყიდვა გონივრულ ფასებში. 

Meta იმედოვნებდა, რომ ქსელთან წვდომის მიღებისას მომხმარებლები აუცილებლად შექმნიდნენ ექაუნთებს Facebook-ის ქსელში - ისევე, როგორც Google-ის შემთხვევაში. კომპანიის ზრდის მნიშვნელოვანი წილი ბოლო პერიოდში განვითარებად ქვეყნებზე მოდის, რომელთა ბევრ მაცხოვრებელს დღემდე ინტერნეტით საერთოდ არ უსარგებლია. 

კომპანიის ცნობით, იგი დაასრულებს პროგრამა Express Wi-Fi-ს, თუმცა მისი ყურადღება ფოკუსირებული იქნება სხვა პროექტებზეც, რომლებიც ინტერნეტთან წვდომას უკავშირდება. კომპანია გეგმავს თანამშრომლობა გააგრძელოს პარტნიორებთან სატელეკომუნიკაციო სფეროში ინტერნეტთან წვდომის ოპტიმიზაციისთვის. Meta-ს წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან Express Wi-Fi პროექტში, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ „ზეგავლენა მათ ბიზნესზე“ და შეინარჩუნონ მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში. პროგრამის მოქმედების შეწყვეტა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.