Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კრიპტო ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა აქტივების მოცულობა ფონდ Secure Asset Fund for Users-ში (SAFU), რომლის მიზანია დაცულ იქნას მომხმარებლების ფინანსები საგანგებო სიტუაციებში. 

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად SAFU-ს ბალანსზე ირიცხება 1 036 269 BNB, 300 მილიონი BUSD და 7952 BTC. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ საერთო თანხა დოლარში მითითებულია 2022 წლის 29 იანვრის გახსნის მომენტისას. 

Binance მოუწოდებს ყველა ცენტრალიზებულ ბირჟას გამოაქვეყნონ სადაზღვევო ფონდის საფულის მისამართები, რადგან ეს სარგებელს მოუტანს მთელ ეკოსისტემას და აჩვენებს ხელისუფლებას, მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას კრიპტო ეკოსისტემაში ნდობის, ერთიანობისა და გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ბირჟამ ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა 2018 წლის ივლისში API-გასაღებების გამოყენებით საიტზე დაფიქსირებული უჩვეულო ტრანზაქციების აღმოჩენის შემდეგ. იმ დროს Binance-მა პირობა დადო, რომ დაგროვებული საკომისიოს 10%-ს გამოქვითავდა მისგან. 

2021 წლის ოქტომბერში Binance-მა გამოაცხადა 1 მლრდ აშშ დოლარიანი ფონდის ამოქმედება Binance Smart Chain ეკოსისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.