Magdalena Posted February 2, 2022 Posted February 2, 2022 კომპანია MSI-მ გამოაქვეყნა თიზერი, რომელიც მცირე ფორმ-ფაქტორის ახალ დესკტოპ კომპიუტერ MAG Trident S-ის ზოგიერთ დეტალს ასაჯაროვებს. მოწყობილობის ოფიციალური პრეზენტაცია ახლო მომავალში შედგება. ფოტოს წყარო: MSI მოწყობილობა შემუშავებულია უპირველეს ყოვლისა ქლაუდ-თამაშებისთვის. მიწოდების ნაკრებში შედის ჯოისტიკებით აღჭურვილი კლასიკური გეიმინგ კონტროლერი დამატებითი ღილაკებით. კომპიუტერის კორპუსი მხოლოდ 2.6 ლიტრი მოცულობისაა. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ერთდროულად სამ მონიტორზე. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია ჰაბი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, აგრეთვე USB Type-A და USB Type-С პორტები. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გათვალისწინებულია პროცესორი AMD Ryzen 7 5700G. ეს ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 3.8 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე - 4.6 გჰც-ს. მოცემულია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Radeon Graphics 2 გჰც-მდე სიხშირით. გეიმინგ სისტემა MAG Trident S-ის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://tinyurl.com/y49z965r
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now