Jump to content

Recommended Posts

Posted

ფინანსურ ანალიტიკოსებსა და ინვესტორებთან გამართულ კონფერენციაზე Seagate-მა განაცხადა, რომ დაიწყო 22 ტბ მოცულობის მყარი დისკების მიწოდება. ახალი HDD-ები ბაზარზე არსებულ მყარ დსკებს შორის ყველაზე დიდი მოცულობისაა. მათში გამოყენებულია მაგნიტური ჩაწერის (SMR) ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა 15-20%-ით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Seagate 

ახალი მყარი დისკები ხელმისაწვდომია შერჩეული მომხმარებლებისთვის - ძირითადად მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შენახვის მაქსიმალური სიმჭიდროვე თავიანთ მონაცემთა ცენტრებში და გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს მაგნიტური დისკები. ვინაიდან SMR მყარი დისკები განსაკუთრებით ნელა ახერხებენ მონაცემების გადაწერას, მონაცემთა ცენტრის აპლიკაციებმა, რომლებიც ოპტიმიზირებულია ამ დისკებზე, უნდა ჩაწერონ მონაცემები თანმიმდევრულად და სასურველია გაითვალისწინონ ქეშირებისთვის გამოყენებული ცარიელი ზონები. გარდა ამისა, მათ უნდა შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევითი ჩაწერა ან ცვლილება, რათა შეინარჩუნონ პროგნოზირებადი წარმადობა. 

როდესაც Seagate-მა 2020 წელს 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკები დააანონსა, განაცხადა, რომ მათში გამოყენებული იქნებოდა ახალი ფირფიტები პერპენდიკულარული მაგნიტური ჩაწერისთვის (PMR) მოცულობით 2.2 ტბ, თუმცა ისინი დამყარებული იქნება იმავე პლატფორმაზე, რომელზეც 16- და 18-ტერაბაიტიანი დისკები, რომლებშიც გამოიყენება ორმაგი მაგნიტური ჩაწერა (TDMR) ძალიან მაღალი სიმჭდიროვის ჩანაწერებისთვის. თუმცა კომპანიას არ უთქვამს, რომ ამ ფირფიტების გამოყენება შესაძლებელია SMR რეჟიმში 22-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოებისას. 

ტექნიკური თვალსაზრისით Seagate-ის 22-ტერაბაიტიანი დისკები ძალიან ჰგავს გასულ თვეში გამოშვებულ 20TB Exos X20 დისკებს. მთავარი განსხვავებაა SMR ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოცულობის 10%-ით გაზრდის საშუალებას. სამწუხაროდ, Seagate ჯერ არ აქვეყნებს ახალი მყარი დისკის სრულ მახასიათებლებს. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.