Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Wisk Aero-მ, რომელიც ელექტრო მფრინავი ტაქსების შემუშავებით არის დაკავებული, მოიზიდა 450 მლნ აშშ დოლარი აეროკოსმოსურ კომპანია Boeing-ისგან დაფინანსების მორიგი რაუნდის ფარგლებში. სტარტაპმა განაცხადა, რომ ახალი ინვესტიციების შედეგად Wisk  ხდება „ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაფინანსებული“ კომპანია ამ სფეროში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: The Verge 

Wisk Aero დაფუძნდა 2019 წელს და იგი წარმოადგენს Boeing-ისა და Google-ის დამფუძნებელ ლარი პეიჯის კუთვნილებაში არსებულ კომპანია Kitty Hawk-ის ერთობლივ საწარმოს. სტარტაპი მუშაობს ვერტიკალური აფრენისა და დაშვების უნარის მქონე ელექტრო ტაქსის შექმნაზე. საფრენი ტრანსპორტი უპილოტო იქნება. 

არსებული მონაცემებით, Wisk გეგმავს მოზიდული ინვესტიციები გამოიყენოს ზრდის ტემპის დაჩქარების მიზნით, პერსონალის გაფართოებისთვის, რომელიც ამჟამად დაახლოებით 350 ადამიანისგან შედგება. კომპანია ასევე გეგმავს საწარმოო პროცესის დაწყებას, რაც განაპირობებს სრულმასშტაბიანი კომერციული მფრინავი ტაქსების სერვისის ამოქმედებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. კომერციული შეთავაზების ამოქმედების შემდეგ კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიონი ფრენის განხორციელებას მოელის მსოფლიოს 20 მსხვილ ბაზარზე. 

დიდი გზაა გასავლელი, სანამ Wisk და სხვა მსგავსი სტარტაპები კომერციული მფრინავი ტაქსების სერვისების ამოქმედებას შეძლებენ. მფრინავი ტრანსპორტის შექმნისა და ტესტების სერიის ჩატარების შემდეგ კომპანიებმა უნდა მიიღონ სერტიფიკატი აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოებისგან. ამჟამად აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს არ აქვს სერტიფიცირებული არც ერთი eVTOL მფრინავი აპარატი მგზავრების კომერციულ გადაყვანაში გამოყენებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.