Magdalena Posted January 24, 2022 Posted January 24, 2022 Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით დასრულდა იმ კომპანიების აქციების ფასის ხელსაყრელი დინამიკის პერიოდი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დისტანციური მუშაობის ორგანიზებასთან. მეორე მხრივ, ახალი წელი ხელსაყრელი პერიოდი იქნება ქლაუდ-ინფრასტრუქტურასთან, კიბერუსაფრთხოებასა და ნახევრადგამტარი კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის. ფოტოს წყარო: NVIDIA ბოლოს ნახსენებ შემთხვევაში Wedbush-ის სპეციალისტები გამოარჩევენ NVIDIA-სა და Marvell-ის აქციებს. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-მ მოახერხა ბიზნესის საკმარისად დივერსიფიცირება, რათა ისარგებლოს ბაზრის პოზიტიური დინამიკით სერვერების სეგმენტში. ამავე მიზეზით მისი აქციები კარგ მდგომარეობაში იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეიმინგ კომპონენტებზე მოთხოვნა მიმდინარე წელს ოდნავ შემცირდება. თუმცა Wedbush-ის პროგნოზში ასეთი სცენარი ნახსენები არ არის. მოსალოდნელია, რომ Microsoft-ისა და Amazon-ის აქციების ფასი კიდევ გაიზრდება ქლაუდ-ინფრასტრუქტურაზე არსებული სტაბილური მოთხოვნის ფონზე - თვლიან ანალიტიკური ჩანაწერის ავტორები. https://tinyurl.com/24jmuc7d
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now