Jump to content

Recommended Posts

Posted

ჰიუსტონში (ტახასში) დაფუძნებული კომპანია Axiom Space, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ პირველ კერძ ექსპედიცია Ax-1-ის გაშვებას 21 თებერვალს აპირებდა, იძულებულია ფრენა ერთი თვით გადადოს. 

image.jpeg 

წყარო: NASA 

NASA-მ განაცხადა: 

Axiom Mission 1, პირველი კერძო ექსპედიცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ამჯერად 31 მარტს უნდა გაემართოს კოსმოსური ხომალდის დამატებითი მომზადებისა და კოსმოსური სადგურისკენ არსებული ტრაფიკის გათვალისწინებით“. 

მანამდე Ax-1 მისია 21 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, ხოლო გასული წლის დეკემბერში NASA-მ დაამტკიცა კიდევ ერთი ექსპედიცია Ax-2, რომელიც უნდა განხორციელდეს 2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის გაზაფხულამდე პერიოდში. ორივე შემთხვევაში ექსპედიციის მეთაურები იქნებიან გამოცდილი ასტრონავტები, რომლებიც ადრე NASA-ში მუშაობდნენ. 

გეგმის თანახმად ეკიპაჟი შემდგარი იქნება ოთხი ადამიანისგან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ, იმუშავებენ ასტრონავტებთან ერთად, რომელთაც მუდმივი კავშირი ექნებათ სადგურთან. 

სადგურზე რვადღიანი ყოფნის ღირებულება 55 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. 

ეკიპაჟის წევრები იქნებიან NASA-ს ყოფილი ასტრონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია, მასთან ერთად გაემგავრება ამერიკელი ანტრეპრენერი ლარი კონორი, კანადელი ინვესტორ და ფილანთროპი მარკ პატი და ბიზნესმენი ისრაელიდან - ეითან სტიბე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.