Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში Dell AMD პროცესორის მქონე გადაწყვეტებს სულ უფრო და უფრო ხშირად უშვებს. მაგალითისათვის, მაისში მან მაღალმწარმოებლური სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების Studio XPS 7100 ხაზი წარმოადგინა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ AMD ჩიპებითაა აგებული, მათ შორის 6-ბირთვიანებზეც.

dell-3.jpg

თუმცა, ამ დღეებში მან სამაგიდო პროდუქტების სხვა სერია განაახლა ფლაგმანური პროცესორის Intel Core i7-980X @3,33 გჰც მხარდაჭერით. ხაზი Studio XPS 9100 გარეგნულად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მისი წინამორბედი და იგივე პორტები და თავისებურებები გააჩნია, მაგრამ კომპიუტერები შიგნიდან 525 ვატიანი კვების ბლოკით არიან აღჭურვილნი, რომელიც საკმარისია მძლავრი ორჩიპიანი გამაძლიერებლის Radeon HD 5970 2 გბ და Intel-ის ფლაგმანი პროცესორის დასაყენებლად. ამასთან, ოპერატიული მეხსიერების DDR3 მოცულობა შესაძლებელია 24 გბ-მდე გაფართოვდეს.

dell-4.jpg

dell-2.jpg

აშშ-ში პერსონალური კომპიუტერის საბაზო მოდელი $950 ღირს. ამ ფასად მომხმარებელი მხოლოდ 4-ბირთვიან პროცესორს Core i7-920 @2,66 გჰც და უბრალო დისკრეტულ გრაფიკას NVIDIA GeForce G310 512 მბ მიიღებს, თუმცა, თითქმის $2000-ად უკვე ძალიან მძლავრი სათმაშო კონფიგურაციის აწყობაა შესაძლებელი.

dell-1.jpg

წყარო: engadget.com

Edited by #Skinhead
  • Upvote 1
Posted

საშინელებაა

ტექნიკური თვალსაზრისით ვამბობ. "ბრენდები" ვერასდროს იქნება ფასი/ხარისხი შეფარდებით შენით აწყობილ სისტემებზე უკეთესი.

Posted

რა თქმა უნდა ან რითი ჯობია რომ მაგათი პროდუქცია ტოპ ბრენდების შენით შერჩეულ პროდუქციას რომელიც უფრო იაფი ჯდება და დაჟე უკეთესი პარამეტრები აქვს ვიდრე მაგ ბრენდის ნაწილებს და კეისებს

Posted

525 ვატი? :ugly_confused2: რაღაც ძალიან ცოატა მეჩვენება მაგი I7 980X-ზე და HD 5970-ზე

Posted

XPS სერიას ადრე კარგი ნოუთები ჰქონდა, მაგრამ ბრენდის სისტემების ყიდვა უაზრობაა მართლა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.