Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Opera-მ წარადგინა Crypto Browser Web3-ის ბეტა-ვერსია ისეთი ფუნქციონალური შესაძლებლობებით, როგორებიცაა ინტეგრირებული კრიპტო საფულე, მარტივი წვდომა კრიპტო ბირჟებსა და NFT-სთან, დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერა და სხვა. კომპანიის მიზანია გამარტივდეს Web3-ის გამოყენება. 

ბრაუზერის მთავარი ღირსებაა საფულე, რომელსაც აქვს Ethereum-ის, Bitcoin-ის, Celo-სა და Nervos-ის ბლოკჩეინების მხარდაჭერა. გამოცხადებულია პარტნიორიობა Polygon-სა და სხვა ქსელებთან. კრიპტოვალუტაზე წვდომა მიიღწევა გაფართოებისა და გარე საფულეების გამოყენების გარეშე. შესაძლებელია კრიპტოვალუტის შეძენა ფიატით, კრიპტოვალუტის გაცვლა პირდაპირ საფულეში, მისი გაგზავნა და მიღება კუთვნილ ბალანსზე. ხელმისაწვდომია გაცვლის უსაფრთო ბუფერი, რომლიდანაც სხვა პროგრამები არ იღებენ მონაცემებს. 

image.jpeg 

Web3-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დეცენტრალიზებული ინტერნეტის მხარდაჭერა ბლოკჩეინზე. ბლოკჩეინის დაშიფვრის ხარჯზე დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა იგი წვდომას იძლევა GameFi-ზე, „სადაც შესაძლებელია შემოსავლის გამომუშავება მეტასამყაროში“. Crypto Corner“ მომხმარებლებს უზრუნველყოფს ბლოკჩეინის შესახებ სიახლეებით. 

ცოტა ხნის წინ Mozilla-მ გამოაცხადა შემოწირულობების მიღება კრიპტოვალუტაში. მომხმარებლებს ეს არ გაუხარდათ ბლოკჩეინის გარემოზე გავლენის გამო. Opera-მ განაცხადა, რომ მუშაობს უფრო ენერგოეფექტურ Etherium Layer 2 სტანდარტზე. 

სხვა კომპანიები, მაგალითად Ubisoft, ასევე გააკრიტიკეს ბლოკჩეინითა და NFT-ებით სარგებლობის გამო. Opera მომხმარებლებს აძლევს რამდენიმე ბრაუზერის არჩევანს, მათ შორისაა სტანდარტული და გეიმერული ვერსია. Crypto Browser ხელმისაწვდომი Android-ზე, Windows- და Mac-ზე და მალე ხელმისაწვდომი გახდება iOS-ზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.