Jump to content

Recommended Posts

Posted

დაიწყო ახალ ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6500 XT-ის ოფიციალური გაყიდვები, თუმცა ახალი დაბალბიუჯეტური დაფის ყიდვა თითქმის შეუძლებელია როგორც ონლაინ-მაღაზიებში, ისე საცალო სავაჭრო ობიექტებში. გარდა ამისა, ზოგიერთ მოდელს დაუჯერებლად მაღალი ფასი აქვს - ღირებულება 50%-ით აღემატება მწარმოებელი კომპანიია სარეკომენდაციო ფასს.  

თუმცა, გაზრდილი ფასის მიუხედავად, RX 6500 XT მაინც ბევრად იაფია სხვა დაბალბიუჯეტურ გრაფიკულ პროცესორებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად RX 5500 XT. ამრიგად, RX 6500 XT დაფის შეძენა მაინც მომგებიანი ვარიანტია კონკრეტული მომხმარებლების მოთხოვნილებების მიხედვით. 

მჟამად ერთადერთი სავაჭრო პლატფორმა, სადაც მარტივად ხელმისაწვდომია RX 6500 XT, გახლავთ Newegg.com. ეს არის მოდელი Gigabyte RX 6500 XT Gaming OC. 

საინტერესოა ის, რომ AMD-მ მიზანმიმართულად შეზღუდა Radeon RX 6500 XT დაფის შესაძლებლობები, რათა მოწყობილობამ არ მიიქციოს მაინერების ყურადღება და მეტი გრაფიკული პროცესორი მოხვდეს გეიმერების ხელში. თუმცა RX 6500 XT-ის დეფიციტი გამოშვებისას მიუთითებს, რომ გეგმა ჩავარდა. 

image.png 

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სპეკულანტებიც. მაგალითად, eBay.com-ზე შესაძლებელია ვნახოთ რამდენიმე ახალი RX 6500 XT ვიდეო დაფა Gigabyte-ისა და PowerColor-ისგან, რომელთა ფასი მნიშვნელოვნად აღემატება სარეკომენდაციოს და შეადგენს 400-დან 625 აშშ დოლარამდე. 

რსებობს ასეთი მაღაზია - MicroCenter, სადაც ორი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი იყიდება სარეკომენდაციო ფასად 199.99 აშშ დოლარად, პრემიალური ვარიანტები კი იყიდება 250-დან 300 აშშ დოლარამდე ფასად. ერთადერთი და მთავარი პრობლემა ის არის, რომ MicroCenter-ში ვიდეო დაფები არ იყიდება ონლაინ.  

როგორც გამოდის, MicroCenter და Newegg.com ამჟამად ერთადერთი მსხვილი საცალო სავაჭრო ობიექტებია, რომელთანაც ამ ეტაპზე შესაძლებელია RX 6500 XT დაფის მარაგის ნახვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.