Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Coinbase-მა და საგადახდო გიგანტმა Mastercard -მა განაცხადეს ერთობლივი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანია NFT-ის შეძენის გამარტივება კრიპტო ბირჟის სამომავლო მარკეტფლეისზე. 

პრეს-რელიზის თანახმად, ხსენებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად პლატფორმაზე Mastercard-ის ბარათების მეშვეობით არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების შეძენა გახდება ისეთივე მარტივი, როგორ „მაისურის შეძენა ინტერნეტში“. 

Coinbase-ს სურს გააადვილოს სამომხმარებლო გამოცდილება, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს NFT-ის საზოგადოებასთან შემოერთება. ჩვენ მილიონობით პირს დავეხმარეთ, რომ Bitcoin-ზე წვდომა მიეღოთ მარტივი და საიმედო მეთოდებით, იმავეს გაკეთება გვსურს NFT-სთან მიმართებაშიც“ - ნათქვამია კრიპტო ბირჟის განცხადებაში. 

კომპანიამ NFT-მარკეტფლეისის ამოქმედება 2021 წლის ოქტომბერში დააანონსა. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოუშვან და გაყიდონ ციფრული ნივთები. ამავე დროს კომპანიამ გახსნა მოლოდინის სიის ჩანაწერი. The Block-ის მონაცემებით განაცხადი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტანა. 

2021 წლის ნოემბერში Mastercard-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს Bitcoin-თან დაკავშირებულ სადებეტო, საკრედიტო და წინასწარ გადახდის ბარათებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.