Magdalena Posted January 20, 2022 Posted January 20, 2022 Coinbase-მა და საგადახდო გიგანტმა Mastercard -მა განაცხადეს ერთობლივი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანია NFT-ის შეძენის გამარტივება კრიპტო ბირჟის სამომავლო მარკეტფლეისზე. პრეს-რელიზის თანახმად, ხსენებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად პლატფორმაზე Mastercard-ის ბარათების მეშვეობით არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების შეძენა გახდება ისეთივე მარტივი, როგორც „მაისურის შეძენა ინტერნეტში“. „Coinbase-ს სურს გააადვილოს სამომხმარებლო გამოცდილება, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს NFT-ის საზოგადოებასთან შემოერთება. ჩვენ მილიონობით პირს დავეხმარეთ, რომ Bitcoin-ზე წვდომა მიეღოთ მარტივი და საიმედო მეთოდებით, იმავეს გაკეთება გვსურს NFT-სთან მიმართებაშიც“ - ნათქვამია კრიპტო ბირჟის განცხადებაში. კომპანიამ NFT-მარკეტფლეისის ამოქმედება 2021 წლის ოქტომბერში დააანონსა. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოუშვან და გაყიდონ ციფრული ნივთები. ამავე დროს კომპანიამ გახსნა მოლოდინის სიის ჩანაწერი. The Block-ის მონაცემებით განაცხადი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტანა. 2021 წლის ნოემბერში Mastercard-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს Bitcoin-თან დაკავშირებულ სადებეტო, საკრედიტო და წინასწარი გადახდის ბარათებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. https://tinyurl.com/3darcwcx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.