Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიამ Veho ელეგანტური ნეთტოპების ახალი ხაზი წარმოადგინა, ისინი კედელზე მისამაგრებელი საკეტებითა და აგრეთვე ღირსეული ელექტრონული კომპონენტებითაა აღჭურვილი. სერიაში Veho Mimi Wall Mounted PC შედის მოდელი Mimi Uno, Mimi Duo და Mimi Pro. ვერსია Mimi Uno პლატფორმაზე NVIDIA Ion მუშაობს პროცესორით Intel Atom N330 1,6 გჰც, არის აგრეთვე 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ხისტი დისკი 160 გბაიტზე. კომპიუტერი Windows 7 Home იმართება და 699,95 დოლარი ღირს.

veho-mimi1.jpg

ნეთტოპს Mimi Duo იგივე ტექნიკური მახასიათებლები, პროცესორი, მეხსიერება და ვინჩესტერი აქვს, მაგრამ მათთან ერთად კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზიც. Mimi Duo-ს კორპუსზე 7-დიუმიანი სენსორული დისპლეია, რომლითაც კომპიუტერის მონიტორთან ან ტელევიზორთან შეერთება უკვე აუცილებელი არ არის.

veho-mimi-11.jpg

და ბოლოს, ხაზის უფროსი მოდელი Mimi Pro, მუშაობს პლატფორმაზე AMD 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და ვინჩესტერით 500 გბაიტზე. კომპიუტერი Windows 7 Ultimate (64 ბიტ) იმართება, მისი ღირებულებაა 999,99 დოლარი. ყველა მოდელი აღჭურვილია ინტერფეისების სრული არსენალით, HMDI, DVI, USB 2.0 და სამი 3.5 მმ ჯეკის ჩათვლით ექვსარხიანი ხმის გამოსატანად, ამასთან ნეთტოპს Mimi Pro Wi-Fi მოდულიც აქვს.

veho-mimi-21.jpg

წყარო: gizmowatch.com

  • Upvote 1
Posted

ვერ ვიტან ამ ტიპის კომპებს :D

მაგრამ ეს რაღაც კარგად გამოიყურება.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.