Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის თებერვალში Intel-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა პატრიკ გელსინგერი. სიმბოლურ ბარიერთან მიახლოების აღნიშვნა მან გადაწყვიტა LinkedIn-ის აუდიტორიასთან მიმართვით, რომელშიც განაცხადა, რომ Alder Lake სერიის პროცესორების ბაზარზე გამოსვლით Intel-მა სამუდამოდ დაიბრუნა ლიდერობა სამომხმარებლო სეგმენტში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel, Pat Gelsinger 

გელსიგერმა სხვადასხვა საანგარიშგებო ღონისძიებაზე ადრე უკვე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ Alder Lake პროცესორების გამოსვლამდე კორპორაცია Intel-მა დაიწყო ბაზარზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება, თუმცა ამჟამად იგი დარწმუნებულია, რომ ამ სერიას გადამწყვეტი როლი ენიჭება მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნებაში. „Alder Lake. მოულოდნელად ჩვენ კვლავ თამაშში ჩავებით“ - ემოციურად ახასიათებს Intel-ის ხელმძღვანელი კომპანიის პოზიციის გამყარებას სამომხმარებლო სექტორში, - AMD უკან რჩება და ვეღარასდროს გამოჩნდება წინ, ბაზარს უბრალოდ ჩვენ გავუძღვებით“.  

Intel-ს ასევე აქვს ამბიცია - აითვისოს ხუთი ახალი ტექნოპროცესი ოთხი წლის განმავლობაში. 2025 წლის დასაწყისისთვის კომპანიის ხელმძღვანელი აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს ტექნოპროცესი Intel 18A. კოლეგებთან მიმართვისას გელსინგერმა აგრეთვე განაცხადა, რომ Intel-ი ამ ეტაპზე უკეთეს ხელმძღვანელს ვერ იპოვის და იგი თავს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენს დაკავებულ თანამდებობაზე. 

  • Upvote 1
Posted

ოცნებას კაცი არ მოუკლავს (ნუ ქართველებს ამათან დაკავშირებით შეიძლება სხვა აზრი გვქონდეს მაგრამ ამ გამოთქმის კლასიკური გაგება ვიგულისხმე თავიდან :D )

Posted

ოცნებას კაცი არ ჩაუპიზდავსო მეც ეგ მახსენდება :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.