Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია TSMC ემზადება ჩიპების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებისთვის და არსებობს ინფორმაცია, რომ დასრულდა პროცესორ Apple A16 Bionic-ზე მუშაობა. ეს ჩიპები შევა სამომავლო iPhone 14 სერიის სმარტფონების შემადგენლობაში. წარმოება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა დაიწყოს და ფასი შესაძლოა წინაზე მაღალი აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი Shadow_Leak Twitter-ზე და WCCFTech. 

image.jpeg 

სავარაუდოდ, უნდა გამოვიდეს 120 ათასიდან 150 ათასამდე ერთეული სილიკონის ფირფიტა, რომლებისგანაც Apple-ისთვის განკუთვნილი პროცესორები დამზადდება. კომპანია ცდილობს TSMC-ის საწარმოო სიმძავრე კონკურენტებზე ადრე დაარეზერვოს.  A15 Bionic ჩიპის წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო. დაახლოებით ამავე ვადებში შესაძლოა დაიწყოს ამჯერადაც. ადრე TSMC-იმ ფასი 3%-ით გაზარდა Apple-ისთვის განკუთვნილ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. ეს ნიშნავს ხარჯის მატებას ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის პროცესორია Apple-ისთვის საჭირო. 

როგორც ყოველთვის, მომხმარებლებისთვის ასეთი ვითარება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - iPhone-ებზე ფასის გაზრდას. დეფიციტის გათვალისწინებით ამგვარი რამ სრულიად მოსალოდნელია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.