Magdalena Posted January 19, 2022 Posted January 19, 2022 კომპანია TSMC ემზადება ჩიპების 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებისთვის და არსებობს ინფორმაცია, რომ დასრულდა პროცესორ Apple A16 Bionic-ზე მუშაობა. ეს ჩიპები შევა სამომავლო iPhone 14 სერიის სმარტფონების შემადგენლობაში. წარმოება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა დაიწყოს და ფასი შესაძლოა წინაზე მაღალი აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი Shadow_Leak Twitter-ზე და WCCFTech. სავარაუდოდ, უნდა გამოვიდეს 120 ათასიდან 150 ათასამდე ერთეული სილიკონის ფირფიტა, რომლებისგანაც Apple-ისთვის განკუთვნილი პროცესორები დამზადდება. კომპანია ცდილობს TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე კონკურენტებზე ადრე დაარეზერვოს. A15 Bionic ჩიპის წარმოება გასული წლის მაისში დაიწყო. დაახლოებით ამავე ვადებში შესაძლოა დაიწყოს ამჯერადაც. ადრე TSMC-იმ ფასი 3%-ით გაზარდა Apple-ისთვის განკუთვნილ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. ეს ნიშნავს ხარჯის მატებას ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის პროცესორია Apple-ისთვის საჭირო. როგორც ყოველთვის, მომხმარებლებისთვის ასეთი ვითარება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - iPhone-ებზე ფასის გაზრდას. დეფიციტის გათვალისწინებით ამგვარი რამ სრულიად მოსალოდნელია. https://tinyurl.com/2p97kx6s Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.