Jump to content

Recommended Posts

Posted

2021 წლის აგვისტოს შემდეგ Starlink-ის მომხმარებლების რაოდენობა მხოლოდ 10 ათასით გაიზარდა, რაც ჩიპების კრიზისთანაა დაკავშირებული: დეფიციტი SpaceX-ს საშუალებას არ აძლევს მასიურად აწარმოოს მოწყობილობები მომხმარებლებისთვის. სერვისი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა კი მილიონს უახლოვდება. 

image.jpeg 

ილონ მასკმა ორბიტაზე არსებული აქტიური თანამგზავრების რაოდენობაზეც ისაუბრა - სამუშაო ორბიტაზე 1469 თანამგზავრი იმყოფება, სიმაღლის მიღწევის პროცესში კი კიდევ 272 აპარატია. 

ლაზერული კავშირის მხარდაჭერის მქონე ახალი ვერსიის თანამგზავრები უზრუნველყოფენ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაზრდას. მაგალითად, სერვისი სიჩქარის მხრივ ამჟამად უკვე 10-15%-ით აღემატება ზოგიერთი ინტერნეტ პროვაიდერის მონაცემებს, ხოლო პირდაპირ კონკურენტებს, რომლებიც გეოსტაციონარულ ორბიტას ემყარებიან - ათჯერ.  

SpaceX იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეყოლება 500 ათასი აქტიური მომხმარებელი, რაც ჯერჯერობით შეუსრულებელ მისიად გამოიყურება ისევ და ისევ კრიზისის გამო. კომპანიის თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება სამ თვეში ერთხელ მოხდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.