Magdalena Posted January 17, 2022 Posted January 17, 2022 შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) პარტნიორებთან ერთად წარმატებით გამოცადა საბითუმო CBDC-ის ინტეგრაცია კომერციულ საკრედიტო ინსტიტუტებთან ანგარიშსწორებაში - ნათქვამია მარეგულირებლის პრეს-რელიზში. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: Citi, Credit Suisse, Goldman Sachs, Hypothekarbank Lenzburg და UBS. „SNB-მა და ხუთმა კომერციულმა ბანკმა განახორციელეს საბითუმო CBDC-ის ინტეგრირება თავიანთ არსებულ სისტემებსა და ბექ-ოფისის პროცესებში. ტესტები მოიცავდა შვეიცარიულ ფრანკებში ფართო სპექტრის ოპერაციებს - ბანკთაშორისი, ტრანსსასაზღვრო, აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში“ - განაცხადა მარეგულირებელმა. ტესტირება წარმოადგენს ინიციატივა Project Helvetia-ს მეორე ფაზას, რომლის ორგანიზატორები იყვნენ SNB, ბირჟა SIX და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. პროექტი იკვლევს ტოკენიზებულ ფინანსურ აქტივებს და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას. „ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ინოვაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებული ფინანსური სისტემის საუკეთესო ელემენტების შესანარჩუნებლად, ცენტრალური ბანკის ფულადი ანგარიშსწორების ჩათვლით ახალი პოტენციური სარგებლის გამოვლენისას. როგორც კი DLT მეინსტრიმში შემოვა, იგი გახდება ისეთი აქტუალური, როგორც არასდროს“ - განაცხადა BIS Innovation Hub-ის ხელმძღვანელმა ბენუა კიურემ. Project Helvetia-ს პირველი ფაზა პარტნიორებმა 2020 წლის დეკემბერში დაასრულეს და ტესტირების ფარგლებში დაადასტურეს ეროვნული ციფრული ვალუტის გამოყენების შესაძლებლობა ტოკენიზებული ატივებით ანგარიშსწორებისთვის. შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ პროექტი საძიებო ხასიათს ატარებს და არ ნიშნავს, რომ მარეგულირებელი გეგმავს საბითუმო CBDC-ის გამოშვებას. 2021 წელს SNB-მა საფრანგეთის ბანკთან ერთად მიიღო მონაწილეობა ექსპერიმენტ Project Jura-ში ინოვაციურ ცენტრ BIS-ის პატრონაჟით ტრანსსასაზღვრო გადახდებში CBDC-ის გამოყენების კუთხით. https://tinyurl.com/42bftcv2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now