Magdalena Posted January 14, 2022 Posted January 14, 2022 გრაფიკული პროცესორი AMD Navi 24 მობილური წარმომავლობისა და დაბალი ენერგომოხმარების გამო კარგად ერგება კომპაქტური ვიდეო დაფების შექმნას, ამიტომ PowerColor-მა ეს მახასიათებელი გამოიყენა, რათა ბაზარზე გამოეტანა Radeon RX 6500 XT დაფის ვარიანტი Mini-ITX ფორმ-ფაქტორის სისტემებისთვის. ვიდეო დაფის ზომაა 165 х 125 х 40 მმ და გააჩნია ერთადერთი 90-მილიმეტრიანი ქულერი. გაგრილების სისტემის რადიატორს ოთხი სითბური მილი აქვს, ქულერი შესაძლებელია საერთოდ გაჩერდეს გრაფიკული პროცესორის 60 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები არ გახმაურებულა, 4-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება კი 18 გჰც QDR სიხშირეზე ფუნქციონირებს. საინტერესოა, რომ ფოტოებზე წარმოდგენილ ვიდეო დაფაზე ჩანს დამატებითი კვების 6-პინიანი ერთადერთი კონექტორი, საიტზე არსებულ აღწერაში კი მითითებულია 8-პინიანი. ვიდეო დაფასთან რეკომენდებულია არანაკლებ 400 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 6500 XT-ის სალტე მხოლოდ 64-ბიტიანია, PCI Express 4.0 ინტერფეისი კი x4 რეჟიმით შემოიფარგლება. კონკრეტული მოდელის უკანა პანელზე მოცემულია სავენტილაციო ჭრილების სივრცე, აგრეთვე პორტები HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. https://tinyurl.com/mvv22mnu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.