Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გრაფიკული პროცესორი AMD Navi 24 მობილური წარმომავლობისა და დაბალი ენერგომოხმარების გამო კარგად ერგება კომპაქტური ვიდეო დაფების შექმნას, ამიტომ PowerColor-მა ეს მახასიათებელი გამოიყენა, რათა ბაზარზე გამოეტანა Radeon RX 6500 XT დაფის ვარიანტი Mini-ITX ფორმ-ფაქტორის სისტემებისთვის. ვიდეო დაფის ზომაა 165 х 125 х 40 მმ და გააჩნია ერთადერთი 90-მილიმეტრიანი ქულერი 

გაგრილების სისტემის რადიატორს ოთხი სითბური მილი აქვს, ქულერი შესაძლებელია საერთოდ გაჩერდეს გრაფიკული პროცესორის 60 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეები არ გახმაურებულა, 4-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერება კი 18 გჰც QDR სიხშირეზე ფუნქციონირებს. 

საინტერესოა, რომ ფოტოებზე წარმოდგენილ ვიდეო დაფაზე ჩანს დამატებითი კვების 6-პინიანი ერთადერთი კონექტორი, სატზე არსებულ აღწერაში კი მითითებულია 8-პინიანი. ვიდეო დაფასთან რეკომენდებულია არანაკლებ 400 ვატი სიმძავრის კვების ბლოკის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 6500 XT-ის სალტე მხოლოდ 64-ბიტიანია, PCI Express 4.0 ინტერფეისი კი x4 რეჟიმით შემოიფარგლება. კონკრეტული მოდელის უკანა პანელზე მოცემულია სავენტილაციო ჭრილების სივრცე, აგრეთვე პორტები HDMI 2.1 და DisplayPort 1.4. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.