Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

2022 წელს კრიპტოვალუტების გლობალური მიღება არსებული 5%-დან 20%-მდე გაიზრდება. მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება SocialFi და GameFi სექტორები. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ Fortune-ის ინდური ვერსიის სტატიაში. 

Binance-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2021 წელი DeFi-ის სფეროში „სწრაფი ინოვაციებით“ აღინიშნა. მან ხაზი გაუსვა ზემოხსენებულ სეგმენტებს და NFT-ებს. 

Zhao-მ ასევე მიუთითა, რომ DeFi-ში რჩება მთელი რიგი გამოწვევები, განსაკუთრებით კი „დახვეწილი ფინანსური ინსტრუმენტები შექმნაში, ლიკვიდურობისა და კაპიტალის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და რისკისა და უსაფრთხოების მართვაში“. იგი სფეროს განვითარებასთან ერთად ამ საკითხების გადაჭრისთვის საჭირო წინადადებებს ელის. 

ინდოეთთან დაკავშირებით Zhao-მ აღნიშნა ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობა ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების ინოვაციებისთვის მიუხედავად აქტივების კლასიფიკაციისა. 

NASSCOM-ის ანგარიშის თანახმად ქვეყნის კრიპტო ბაზარი, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის 241 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს და პოტენციურად შექმნის 877 ათას სამუშაო ადგილს. ორგანიზაცია ასევე პროგნოზირებს ციფრული აქტივების საცალო ინვესტორების თანხების შემოდინების ზრდას 2030 წლისთვის 15.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, დღევანდელ 6.6 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. 

„ინდოეთი სარგებელს ნახავს, რადგან კრიპტოინდუსტრიას შეუძლია უზრუნველყოს დაფინანსების შესაძლებლობები ანტრეპრენერებისთვის, შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ინდივიდებისთვის და უფრო ძლიერი მხარდაჭერა ადგილობრივი დეველოპერებისთვის“, - განაცხადა Zhao-მ. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის „ლიდერი გახდეს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში“. 

„გარდა საბანკო და ფინანსური მომსახურებისა, DLT ტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს მიწასთან დაკავშირებული გარიგებების, მიწოდების ჯაჭვების, სოფლის მეურნეობის და კორპორატიული მდგრადობის ეფექტურობა“, - განაცხადა Zhao-მ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.