Magdalena Posted January 11, 2022 Posted January 11, 2022 ამოქმედებიდან ერთ კვირაში ციფრული იუანისთვის განკუთვნილი მობილური საფულის საპილოტე ვერსია (e-CNY) ჩინეთში აპლიკაციების მარკეტების რეიტინგის სათავეში მოექცა - წერს SCMP. App Annie-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით App Store-იში ჩამოტვირთვებმა WeChat-ს გადააჭარბა ჩაშენებული მობილური გადახდების მხრივ. შაბათს e-CNY საფულემ ადგილი დაუთმო ვიდეოსერვის Kuaishou-ს. გამომცემლობის მონაცემებით ციფრული იუანის საფულე ასევე ლიდერობდა Xiaomi-ს აპლიკაციების მარკეტში ერთი კვირის განმავლობაში. ჩინეთის ხელისუფლებამ მობილური აპლიკაცია e-CNY 4 იანვარს გაუშვა. მის ჩამოსატვირთად მომხმარებელი ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს ტესტირების რომელიმე ადგილას, რომელთა შორისაა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ზონა. ინიციატივის ავტორია ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტების კვლევის ინსტიტუტი. https://tinyurl.com/mr6sjwv3
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now