Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

PayPal შეისწავლის აშშ დოლარით უზრუნველყოფილი Stablecoin-ის გამოშვების შესაძლებლობას. ამის შესახებ გვაცნობებს Bloomberg კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე ფერნანდეს და პონტეს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

მისი თქმით, Stablecoin-ის გამოშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადახდო გიგანტი ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებს მარეგულირებელ ორგანოებთან. 

Bloomberg-ის თანახმად, დეველოპერმა სტივ მოზერმა Stablecoin-ების სექტორში PayPal-ის კვლევების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა iPhone-ისთვის განკუთვნილ, კომპანიის აპლიკაციაში. მისი ინფორმაციით, მონეტას PayPal Coin ეწოდება. 

image.jpeg

წყარო: Bloomberg. 

PayPal-ის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ აპლიკაციაში ფოტო და კოდი ჰაკათონის შედეგად გამოჩნდა. მისი თქმი პროდუქტის ფინალური ლოგოტიპი, სახელწოდება და ფუნქციები შემუშავების პროცესში შეიცვლება. 

მარტში PayPal-მა დააანონსა სერვისი Checkout with Crypto, რომელიც აშშ-ის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს გადასახადები კრიპტოვალუტებით გადაიხადონ. 

აპრილში კომპანიამ მობილურ სერვის Venmo-ში დაამატა ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა. 

ივლისში PayPal-მა განაცხადა, რომ დაასრულა საკუთარი კრიპტო საფულის შექმნაზე მუშაობა. 

აგვისტოში საგადახდო გიგანტმა ციფრულ აქტივებზე წვდომა გაუხსნა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.