Magdalena Posted January 10, 2022 Posted January 10, 2022 PayPal შეისწავლის აშშ დოლარით უზრუნველყოფილი Stablecoin-ის გამოშვების შესაძლებლობას. ამის შესახებ გვაცნობებს Bloomberg კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ხოსე ფერნანდეს და პონტეს ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისი თქმით, Stablecoin-ის გამოშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადახდო გიგანტი ამ საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლებს მარეგულირებელ ორგანოებთან. Bloomberg-ის თანახმად, დეველოპერმა სტივ მოზერმა Stablecoin-ების სექტორში PayPal-ის კვლევების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინა iPhone-ისთვის განკუთვნილ, კომპანიის აპლიკაციაში. მისი ინფორმაციით, მონეტას PayPal Coin ეწოდება. წყარო: Bloomberg. PayPal-ის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ აპლიკაციაში ფოტო და კოდი ჰაკათონის შედეგად გამოჩნდა. მისი თქმით პროდუქტის ფინალური ლოგოტიპი, სახელწოდება და ფუნქციები შემუშავების პროცესში შეიცვლება. მარტში PayPal-მა დააანონსა სერვისი Checkout with Crypto, რომელიც აშშ-ის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს გადასახადები კრიპტოვალუტებით გადაიხადონ. აპრილში კომპანიამ მობილურ სერვის Venmo-ში დაამატა ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა. ივლისში PayPal-მა განაცხადა, რომ დაასრულა საკუთარი კრიპტო საფულის შექმნაზე მუშაობა. აგვისტოში საგადახდო გიგანტმა ციფრულ აქტივებზე წვდომა გაუხსნა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს. https://tinyurl.com/mupjm5w3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.