Jump to content

Recommended Posts

Posted

Cadillac-მა გამოფენა CES 2022-ზე წარადგინა ავტომობილის კონცეპტი InnerSpace: პროექტს საფუძვლად დაედო სრულად უპილოტო ავტომობილის იდეა, მის სალონში მყოფი პირები ცალსახად მგზავრები არიან - მართვის ელემენტები წარმოდგენილი არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: media.cadillac.com 

Cadillac-ის ინჟინრებისა და დიზაინერების აზრით სრულად უპილოტო მანქანების გამოჩენის პარალელურად სპორტული ორადგილიანი მოდელები ფორმატი სულაც არ ჩაბარდება წარსულს. ფართო სალონში განთავსებულია კომფორტული ორადგილიანი სავარძელი, საქარე მინის ქვეოთ მართვის ინსტრუმენტების ნაკრების ნაცვლად წარმოდგენილია ბორტ-კომპიუტერის მოზრდილი რკალისებრი ეკრანი. საინფორმაციო-გასართობი სისტემა იმართება ოპერაციულ სისტემა GM Ultifi-ს მეშვეობით, რომელიც სისტემის შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს. 

image.jpeg 

თუ მგზავრებს არ სურთ ორმაგი სავარძლით სარგებლობა, რომელიც ერთგვარ დივანს მოგვაგონებს, შესაძლებელია ადგილების ერთმანეთისგან ოდნავ დაშორება, რათა დაცული იქნას მათ შორის დისტანცია. ელექტრომობილი Cadillac InnerSpace აგებულია პლატფორმა GM Ultium-ზე, რამაც შესაძლებელი გახადა კვების ელემენტების ეფექტურად განთავსება და სალონში სივრცის გაზრდა. ავტომობილს აქვს ტექნოლოგია SoundComfort-ით დამზადებული საბურავები Goodyear, რომელთა წყალობით შემცირებულია ხმაური მოძრაობისას, სისტემა Sightline კი მძღოლს აწვდის დამატებით ინფორმაციას საბურავებში არსებული წნევის, ტემპერატურისა და დატვირთვის შესახებ. 

image.jpeg 

კონცეპტი Cadillac InnerSpace წარმოადგენს კომპლექსურ პროექტ Halo Concept Portfolio-ს ნაწილს, რომლის ფარგლებში ადრე წარდგენილ იქნა ერთადგილიან ელექტრომფრენ PersonalSpace-ისა და მიკროავტობუს SocialSpace-ის კონცეპტები. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.