Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ბიზნეს-ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა MicroStrategy- შეიძინა კიდევ 1.914 BTC დაახლოებით 94.2 მილიონ აშშ დოლარად, საშუალო შესყიდვის ფასი იყო დაახლოებით 49,229 აშშ დოლარი - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა. 

ნგარიშის თანახმად გარიგების პროცესი 9-დან 29 დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. 

ამჟამად MicroStrategy ფლობს 124.391 BTC-ს, რომლის ღირებულება 5.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიმდინარე კურსით. მათ შესყიდვაზე კომპანიამ სულ 3.75 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა (საშუალო ფასი 30159 $). 

MicroStrategy იყო პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც თავისი სააქციო კაპიტალის ნაწილი ციფრულ ოქროში დააბანდა. 2020 წლის აგვისტოში მან შეიძინა 21.454 BTC (~ 250 მილიონი აშშ დოლარი გარიგების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით). 

MicroStrategy განაგრძობდა კრიპტოვალუტის რეზერვების შექმნას დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად. 

2020 წლის დეკემბრიდან კომპანიამ Bitcoin-ის შესაძენად დაიწყო არა მხოლოდ სააქციო კაპიტალის, არამედ ვალის დაფინანსების გამოყენება 650 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონვერტირებადი ობლიგაციების განთავსებით. 

2021 წლის თებერვალში, MicroStrategy-მ გამოუშვა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ტრანში და მოზიდული თანხა კვლავ კრიპტოვალუტაში ჩადო. 

მთელი წლის განმავლობაში კომპანია განაგრძობდა Bitcoin-ში ინვესტირებას. ყველაზე დიდი შესყიდვები იყო 13.005 BTC 489 მლნ აშშ დოლარად ივლისში და 7.002 BTC 414.4 მილიონ აშშ დოლარად ნოემბრის ბოლოს. 

დეკემბრის დასაწყისში MicroStrategy-მ შეიძინა 1434 BTC დაახლოებით 82.4 მილიონ აშ დოლარად. 

მაიკლ სეილორი პირადად ფლობს დაახლოებით 17.732 BTC-ს (~ 842 მილიონი აშშ დოლარი). კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას არასოდეს გაუყიდია შეძენილი კრიპტოვალუტა. 

Posted

ეგრევე აწია მაგ პაკუპკამ ბიტკოინის ფასი 47000$-ან 48500$, ეხლაც დაახლოებით 48000$ თუმცა ამ პერიოდში დაგდება უყვარდათ ვიკენდისკენ, მაგრამ მანამდე დააგდეს საკმაოთ დიდზე და ეხლა როგორც ჩანს აღარ აპირებენ დიდ დაგდებებს ამ ვიკენდზე + ახალი წელი ახლოვდება და შეიძლება კიდე გაკეთდეს დიდი ინვესტიციები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.