Jump to content

Recommended Posts

Posted

პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში შეერთებულ შტატებთან მძაფრი კონკურენციის გამო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცდილობს მოძებნოს ტექნიკური განვითარების ის სფეროები, რომლებიც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახერხებ კონკურენტის უკან ჩამოტოვებას. მომდევნო ოთხი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკმაოდ მკაფიოდ არის დასახული: ჩინეთმა უნდა გაზარდოს რობოტექნიკის ინდუსტრიის ბრუნვა ყოველწლიურად 20%-ით, ამასთან შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

2020 წელს, როგორც Nikkei Asian Review განმარტავს, ჩინურ რობოტექნიკის ინდუსტრიას ჰქონდა 15.7 ლრდ აშშ დოლარიანი ბრუნვა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ის კვლავ ჩამორჩება მსოფლიოს ლიდერებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩინეთის ხელისუფლება მზადაა წაახალისოს ადგილობრივი რობოტექნიკის ბაზრის რესტრუქტურიზაცია, ასევე ფინანსურად მხარი დაუჭიროს განვითარებას, რომელიც მიმართულია ახალი ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შექმნისკენ. ეტაპობრივად თანდათან გაიზრდება საჭირო კომპონენტების მიწოდების არხების მრავალფეროვნება, რადგან ეს მიდგომა შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე დამოკიდებულების ხარისხს. 

სამრეწველო ავტომატიზაცის სფეროში ჩინეთის ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კომპანიებისთვის რობოტების შექმნაზე საავტომობილო, კოსმოსური, ტრანსპორტისა და ნახევრადგამტარი პროდუქციის სექტორებში. მშენებლობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და მედიცინა ასევე არ დარჩება უყურადღებოდ ჩინური რობოტექნიკის მწარმოებლების მხრიდან. როგორც ცნობილია, რობოტები შეიქმნება მავდროულად საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და მასობრივ პროტესტებთან საბრძოლველად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.