Jump to content

Recommended Posts

Posted

ამჟამად Lenovo დაკავებულია მთელი რიგი გეიმინგ პროდუქტების მზადებით, რომელთა შორისაა სმარტფონი Legion Y90, პლანშეტი Legion Y700 და ლეპტოპი Legion 9000P. გარდა ამისა, კომპანიის კუთვნილი მობილური ქვეგანყოფილება Motorola მუშაობს მესამე თაობის დასაკეც სმარტფონ RAZR-ზე. ამჯერად ინტერნეტში ასევე გავრცელდა ThinkBook-სერიის სამომავლო პროფესიონალური ლეპტოპის ხარისხიანი რენდერები, რომელიც კონკურენტებისგან დიდი დამატებითი ეკრანით გამოირჩევა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Evleaks 

ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი რენდერები ასახავს დიდი ზომის, მაგრამ ამავე დროს თხელ მოწყობილობას, რომელიც მუშაობს Windows 11-ზე. გამორჩეული თვისება, რომელიც კომპიუტერს დადებითად განასხვავებს კონკურენტი მოწყობილობებისგან, იქნება ქვედა ნაწილში ჩაშენებული მოზრდილი სენსორული ეკრანი, რომელზეც მხარდაჭერილია აქტიური სტილუსით მუშაობა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ამ დისპლეის გამოყენება შესაძლებელია როგორ დამატებითი მენიუს ან ინსტრუმენტების პანელის ასახვისთვის, აგრეთვ სამუშაო სივრცის გაფართოებისთვის, მაგალითად, გრაფიკულ რედაქტორებში. მიიჩნევა, რომ აქტიური სტილუსი, რომელიც დამატებით ეკრანზე გამოიყენება, ლეპტოპთან ერთად იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

image.jpeg 

სამწუხაროდ, ჯერ უცნობია ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ მას მძლავრი აპარატული პლატფორმა ექნება. რენდერების თანახმად, 17-დუიმიან ThinkBook-ს ექნება ორი პორტი USB Type-C, ორი USB Type-A, ერთი HDMI, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Harman Kardon-ის დინამიკები. 

image.jpeg 

დიდი ალბათობით, Lenovo ახალ ლეპტოპს ვირტუალურ გამოფენა CES 2022-ზე წარადგენს, მასში ფიზიკურ მონაწილეობას კომპანია კორონავირუსის საფრთხის გამო არ მიიღებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.