Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტების ბაზარზე მაინინგის უპრეცედენტო ბუმი დასრულებას არ აპირებს. ძირითადი ციფრული მონეტების კურსი ნელ-ნელა აღდგენას განიცდის ბოლო კორექტირების შემდეგ. Bitcoin-ის ფასი კვლავ დაფიქსირდა 50 ათას აშშ დოლარიან დონეზე, Ethereum-ის ფასი 4 ათას აშშ დოლარამდე ავიდა. ეს მდგომარეობა კვლავ უარყოფითად მოქმედებს ჩვეულებრივი სამომხმარებლო ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობაზე, რადგან მაინერები აგრძელებენ თავიანთი ფერმების გამომთვლელი სიმძლავრის აქტიურ გაფართოებას. 

image.jpeg 

ანალიტიკურ რესურს CoinWarz-ის თანახმად Ethereum-ის ქსელის საერთო ჰეშრეითი დამაჯერებლად გამყარდა 1000 TH/s ნიშნულზე, მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 750 TH/s-ს არ აღემატებოდა. ამავე დროს მაინინგის სირთულე გაიზარდა რეკორდულ 12.09 P მაჩვენებლამდე. მარტივად შესაძლებელია ითქვას, რომ ამჟამად Ethereum-ის ქსელთან დაკავშირებული აღჭურვილობის მთლიანი გამომთვლელი სიმძლავრე 10 მილიონი Nvidia GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალენტურია. 

image.png 

ამგვარი მდგომარეობა მოწმობს, რომ ვიდეო დაფებზე მოთხოვნა ნარჩუნდება მაინერებში, რომელთაც ვერ აკავებს Ethereum-ის Proof of Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის პერსპექტივაც კი, რასაც მოჰყვება კრიპტოვალუტის ენერგომოცულობითი მოპოვების შეჩერება გრაფიკული ადაპტერების მეშვეობით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.