Magdalena Posted December 25, 2021 Posted December 25, 2021 თანამგზავრული ინტერნეტი Starlink ჯერ არ არის ხელმისაწვდომი Tesla-ს ელექტრომობილებში, მაგრამ ამ პოპულარული ბრენდის მანქანის ერთ-ერთმა მფლობელმა უკვე უზრუნველყო საკუთარი თავი სტაბილური სატელიტური კომუნიკაციებით. ამერიკელი ენთუზიასტი აცხადებს, რომ მის Tesla Model X-ში უკვე მხარდაჭერილია სატელიტური კავშირი 200 მბ/წამამდე სიჩქარით თუნდაც 100 კმ/სთ სიჩქარის პირობებში. ფოტოს წყარო: Harald Murphy Tesla-ს მფლობელმა განაახლა ელექტრომობილი, საუბარი არ ეხება ვიზუალურ აფგრეიდს - Starlink-ის მოდული საბარგულშია განთავსებული, თუმცა „თეფში-ანტენა“ გარეთაა გამოტანილი. მომხმარებელმა Harald Murphy-მ განახლებული ელექტრომობილი საზოგადოებას უჩვენა და განაცხადა, რომ მასზე განათავსა სპეციალური კონსტრუქცია თანამგზავრული მიმღებით. დაკავშირების სიჩქარე დაახლოებით 200 მბ/წმ-ს შეადგენს - Starlink-ის სერვისის თითქმის ამჟამინდელ მაქსიმუმს. Tesla-ს მფლობელის თქმით ასეთი სიჩქარე ნარჩუნდება 100 კმ/სთ სიჩქარით მგზავრობის დროსაც. ილონ მასკი გვპირდება, რომ მისი კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება - ტერმინალები მიიღებენ პროგრამულ განახლებებს. არ არის გამორიცხული, რომ მალე Tesla-ს ელექტრომობილებმა ოფიციალურად მიიღონ თანამგზავრულ კავშირზე წვდომა, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა არაოფიციალურადაც კი. Starlink-ის სერვისს უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს სერვისის გლობალურ ამოქმედებას, ჯერჯეობით კი ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებულია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ზოგიერთ რეგიონში კავშირის სიჩქარე 300 მბ/წმ-საც კი აღწევს, თუმცა ყველა რეგიონში მაჩვენებელი ერთნაირი არ არის. https://tinyurl.com/425ukhuu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.