Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამგზავრული ინტერნეტი Starlink ჯერ არ არის ხელმისაწვდომი Tesla-ს ელექტრომობილებში, მაგრამ ამ პოპულარული ბრენდის მანქანის ერთ-ერთმა მფლობელმა უკვე უზრუნველყო საკუთარი თავი სტაბილური სატელიტური კომუნიკაციები. ამერიკელი ენთუზიასტი აცხადებს, რომ მის Tesla Model X-ში უკვე მხარდაჭერილია სატელიტურ კავშირ 200 მბ/წამამდე სიჩქარით თუნდაც 100 კმ/სთ სიჩქარის პირობებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Harald Murphy 

Tesla-ს მფლობელმა განაახლა ელექტრომობილი, საუბარი არ ეხება ვიზუალურ აფგრეიდს - Starlink-ის მოდული საბარგულშია განთავსებული, თუმცა „თეფში-ანტენა გარეთაა გამოტანილი. მომხმარებელმა Harald Murphy-მ განახლებული ელექტრომობილი საზოგადოებას უჩვენა და განაცხადა, რომ მასზე განათავსა სპეციალური კონსტრუქცია თანამგზავრული მიმღებით. 

დაკავშირების სიჩქარე დაახლოებით 200 მბ/წმ-ს შეადგენს - Starlink-ის სერვისის თითქმის ამჟამინდელ მაქსიმუმს. Tesla-ს მფლობელის თქმით ასეთი სიჩქარე ნარჩუნდება 100 კმ/სთ სიჩქარი მგზავრობის დროსაც. 

ილონ მასკი გვპირდება, რომ მისი კომპანიის თანამგზავრული ინტერნეტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება - ტერმინალები მიიღებენ პროგრამულ განახლებებს. არ არის გამორიცხული, რომ მალე Tesla-ს ელექტრომობილებმა ოფიციალურად მიიღონ თანამგზავრულ კავშირზე წვდომა, თუმცა შესაბამისი ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა არაოფიციალურადაც კი. 

image.jpeg 

Starlink-ის სერვისს უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს სერვისის გლობალურ ამოქმედებას, ჯერჯეობით კი ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებულია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ზოგიერთ რეგიონში კავშირის სიჩქარე 300 მბ/წმ-საც კი აღწევს, თუმცა ყველა რეგიონში მაჩვენებელი ერთნაირი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.