Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კრპტო დერივატივების ბირჟა BitMEX-მა გამოაცხადა საკუთარ ტოკენ BMEX-ის გამოშვების შესახებ და დააანონსა ეირდროპი. 

პლატფორმაზე მოქმედ და მომავალ ტრეიდერებს შეუძლიათ აქტივი მიიღონ სავაჭრო კომისიებზე ფასდაკლების სახით. BMEX ტოკენებით ასევე დააჯილდოებს ახალ მომხმარებლებს KYC პროცედურებით დარეგისტრირებისთვის. 

ტოკენების მიღების კიდევ ერთი გზა რეფერალური პროგრამა. 

ბირჟა მომხმარებლებს BMEX-ს დაურიცხავს და 2022 წლის 1 თებერვალს ჩაატარებს პირველ ეარდროპს - მათ ანგარიშებზე მონეტებს გაანაწილებს. 

აქტივის მფლობელები მიიღებენ მთელ რიგ უპირატესობებს, მათ შორისაა: 

  • BitMEX Earn-ზე დეპოზიტების უფრო მაღალი მომგებიანობა; 

  • შეღავათიანი პირობებით ადრეული წვდომა ახალ პროდუქტებზე; 

  • უფასო წვდომა BitMEX Academy-ს სასწავლო კურსებზე. 

BMEX-ის საერთო ემისია იქნება 450 მილიონი მონეტა. მიიჩნევა, რომ ტოკენების დიდი ნაწილი მომხმარებლების დაჯილდოებასა და ეკოსისტემის განვითარებაზე დაიხარჯება. ამისთვის ბირჟა მარაგში იტოვებს ემისიის 45%-ს. 

BMEX-ით ვაჭრობისა და გატანის შესაძლებლობა გაჩნდება დაახლოებით 2022 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში, როდესაც ამოქმედდება სპოტ-პლატფორმა BitMEX Spot. 

ბირჟა აპირებს ყოველ კვარტალში ტოკენების გამოსყიდვას და დაწვას. 

შეგახსენებთ, რომ ადრე BitMEX-მა მოაგვარა სამოქალაქო დავა CFTC-სადა FinCEN-თან და დათანხმდა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას. 

ბირჟის დამფუძნებლების - არტურ ჰეისის, ბენ დელოს, სამუელ რიდის და განვითარების ყოფილ ხელმძღვანელ გრეგ დუიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდება ძალაში რჩება - სასამართლომ წინასწარი მოსმენა 2022 წლის მარტისთვის დანიშნა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.