Magdalena Posted December 21, 2021 Posted December 21, 2021 კომპანია LG-მ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2022-მდე წინასწარ დააანონსა პორტატული კომპიუტერი UltraGear 17G90Q, რომელიც განკუთვნილია გეიმერებისთვის. ფოტოს წყარო: LG ლეპტოპს აქვს 17-3-დუიმიანი WQXGA ფორმატის დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი. გამოყენებულია IPS მატრიცა კადრის განახლების სიხშირით 300 ჰერცი და რეაქციის დროით - 1 მილიწამი. მოწყობილობას საფუძვლად უდევს Tiger Lake H სერიის მე-11 თაობის Intel Core პროცესორი. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3080 Max-Q. ლეპტოპი დაკომპლექტებულია სწრაფი SSD-ით, წარმოდგენილია სრული ზომის კლავიატურა განათებით, აგრეთვე 3D DTS:X Ultra აუდიოსისტემა სტერეოდინამიკებით. კვებას უზრუნველყოფს 93 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ლეპტოპის წონა დაახლოებით 2.7 კილოგრამია. მოწყობილობაში წარმოდგენილია გაგრილების ეფექტური სისტემა აორთქლების კამერით. მოწყობილობამ უკვე მიიღო ჯილდო CES 2022 Innovation Award. ბაზარზე მოდელი UltraGear 17G90Q გამოვა მომავალი წლის იანვარში, ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/2p8jcb4s
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now