Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა ინვესტორებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს Bitcoin-ში არსებულ აქტივებზე დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას - ამის შესახებ გვაცნობებს Bloomberg. 

„შესაძლებელია აიღოთ Bitcoin-ით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი სესხი ხელსაყრელი პირობებით, ან გასცეთ სესხი Bitcoin-ში კონტრაგენტის ნდობის გამოყენებით. ეს  მიდგომა შემოსავლის მიღების კარგი წყარო შეიძლება იყოს“ - განაცხადა მან. 

სეილორის თქმით MicroStrategy-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. პოტენციურ მსესხებლებად მან ბანკები და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დაასახელა. 

სეილორი დარწმუნებული არ არის ბაზრის მზადყოფნაში იმისთვის, რომ გამოვიდეს Bitcoin-ით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, თუმცა სამომავლოდ ამგვარი შესაძლებლობა დაუშვა. მისი თქმით, კომპანია გააგრძელებს ფასიანი და სასესხო კორპორატიული ქაღალდების გამოშვებას. 

9 დეკემბერს MicroStrategy-მ დამატებით შეიძინა დაახლოებით 82.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1434 BTC. 

ამჟამად კომპანია ფლობს 122 477 BTC-ს, რაზეც დაახლოებით 3.66 მლრდ აშშ დოლარი დახარჯა. ციფრულ ვალუტაში MicroStrategy-ის რეზერვების მოცულობა დაახლოებით 5.75 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 

სეილორმა Bitcoin-ს უწოდა „გლობალური სარეზერვო აქტივი“ და დაუშვა, რომ კომპანია კრიპტოვალუტას „სამუდამოდ“ შეინახავს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.