Magdalena Posted December 20, 2021 Posted December 20, 2021 Bernstein-ის ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით ამჟამად ნახევრადგამტარი კომპონენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარება საავტომობილო ინდუსტრიაში გაუმჯობესებას იწყებს. ეს ცვლილება შესამჩნევია General Motors-ის საწარმოო პლატფორმებზეც კი აშშ-ში, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამერიკული ავტოგიგანტები განიცდიდნენ ჩიპების დეფიციტს ნახევრადგამტარი კომპონენტების ძირითადი საწარმოო ცენტრებიდან დაშორების გამო. GM-ის ქარხნებში უკვე დაიწყო დამატებითი სამუშაო ცვლების დანერგვა, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ჩიპების მწვავე დეფიციტის არსებობის შემთხვევაში. ფოტოს წყარო: TSMC პროგნოზის ავტორების თქმით, 2022 წელს ჩიპებზე მოთხოვნა კვლავ გადააჭარბებს მიწოდებას და ეს ძირითადად გამოწვეული იქნება მომხმარებლების სურვილით - შეიქმნას კომპონენტების ჭარბი მარაგი კრიზისის მწვავე ფაზაში წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ. საფონდო ბირჟებზე მომავალი წლის ტენდენციებზე თუ ვისაუბრებთ, Bernstein-ის სპეციალისტები მეტასამყაროს შექმნის იდეას მიიჩნევენ NVIDIA-სა და სხვა ისეთი კომპანიების აქციების ღირებულების ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად, რომელთაც ამ ეკოსისტემის განვითარების შედეგად სარგებლის მიღება შეუძლიათ. https://tinyurl.com/k3v4zuaf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.