Jump to content

Recommended Posts

Posted

Bernstein-ის ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით ამჟამად ნახევრადგამტარი კომპონენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარება საავტომობილო ინდუსტრიაში გაუმჯობესებას იწყებს. ეს ცვლილება შესამჩნევია General Motors-ის საწარმოო პლატფორმებზეც კი აშშ-ში, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამერიკული ავტოგიგანტები განიცდიდნენ ჩიპების დეფიციტს ნახევრადგამტარი კომპონენტების ძირითადი საწარმოო ცენტრებიდან დაშორების გამო. GM-ის ქარხნებში უკვე დაიწყო დამატებითი სამუშაო ცვლების დანერგვა, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა ჩიპების მწვავე დეფიციტის არსებობის შემთხვევაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

პროგნოზის ავტორების თქმით, 2022 წელს ჩიპებზე მოთხოვნა კვლავ გადააჭარბებს მიწოდებას და ეს ძირითადად გამოწვეული იქნება მომხმარებლების სურვილით - შეიქმნას კომპონენტების ჭარბი მარაგი კრიზისის მწვავე ფაზაში წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ. საფონდო ბირჟებზე მომავალი წლის ტენდენციებზე თუ ვისაუბრებთ, Bernstein-ის სპეციალისტები მეტასამყაროს შექმნის იდეას მიიჩნევენ NVIDIA-ს და სხვა ისეთი კომპანიების აქციების ღირებულების ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად, რომელთაც ამ ეკოსისტემის განვითარების შედეგად სარგებლის მიღება შეუძლიათ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.