Jump to content

Recommended Posts

Posted

Acer-მა წარადგინა ტრანსფორმერი ლეპტოპი ConceptD 3 Ezel, რომლის ფასი 1700 აშშ დოლარი. ლეპტოპი გასულ წელს გამოსული მოდელის განახლებას წარმოადგენს. მას აქვს მინიმალისტური სტილი და საფირმო მოძრავი სახსარი, რომელიც საშუალებას იძლევა ეკრანი 360 გრადუსით შემოტრიალდეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Acer 

მოწყობილობა განკუთვნილია გრაფიკული დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის, ამიტომ იგი აღჭურვილია აქტიური სტილუსით. ConceptD 3 Ezel-ს 14-დუიმიანი IPS ეკრანი აქვს Full HD გაფართოებით. დისპლეი უზრუნველყოფილია Adobe RGB ფერთა გამის სრულ დაფარვით, მხარდაჭერილია სენსორული მართვა. აპარატული პლატფორმის სახით გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-11800H, ხელმისაწვდომია დისკრეტული ვიდეო დაფა NVIDIA GeForce RTX 3050 Ti. ლეპტოპს გააჩნია DDR4 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და PCIe ინტერფეისით დაკავშირებული 1-ტერაბაიტიანი SSD.  

image.jpeg 

ლეპტოპზე ხელმისაწვდომია ორი პორტი USB 3.2 Type-A, SD ბარათის წამკითხველი, კომბინირებული აუდიოკონექტორი, აგრეთვე HDMI 2.0, Thunderbolt 4 და Mini DisplayPort 1.4. Acer ConceptD 3 Ezel ხელმისაწვდომია მხოლოდ თეთრი ფერის კორპუსით. მისი გაყიდვა ჩინეთში უკვე დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება სხვა რეგიონებში. 

Posted

ეს კოცეპტდ სერიის ლეპტოპები საქართველოში იყიდება ნეტა სადმე?

Posted
On 12/24/2021 at 2:42 PM, გეოდეზისტი said:

ეს კოცეპტდ სერიის ლეპტოპები საქართველოში იყიდება ნეტა სადმე?

მე რამდენადაც ვიცი არა. ყოველ შემთხვევაში ძირითად მსხვილ წერტილებში, სადაც ვმუშაობ ან ვკონტაქტობ - არანაირი არაფერი.

Posted

როგორც გავარკვიე დილერს მოაქვს რაოდენობაში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.