Magdalena Posted December 18, 2021 Posted December 18, 2021 კომპანია ConsenSys-მა Mastercard-თან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა გადაწყვეტილება ConsenSys Rollups, რომელიც Ethereum-ის ქსელის მასშტაბირებისთვისაა განკუთვნილი. ახალი ტექნოლოგიის მიზანია გაიზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, აგრეთვე კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის და Quorum-ის ბაზაზე არსებული permissioned-სისტემის ჯამური ეფექტურობა. „ConsenSys Rollups არის ინოვაციური მოდულური პროგრამული უზრუნველყოფა ბლოკჩეინზე არსებული permissioned-აპლიკაციებისთვის, იგი ორიენტირებულია მასშტაბირების უზრუნველყოფასა და კონფიდენციალურობის შესაძლებლობებზე. მისი დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ სისტემასთან, რომელიც თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ მანქანასთან“ - ნათქვამია პროექტის ბლოგში. ახალ გადაწყვეტილებაში მოქმედებს ნულოვანი გამჟღავნების დამტკიცების ტექნოლოგია. დეველოპერებმა აღნიშნეს, რომ ConsenSys Rollups-ის გამოყენების შედეგად ბლოკჩეინ-სისტემები შეძლებენ წამში 10 ათასამდე ტრანზაქციის დამუშავებას. მათი თქმით, ასეთი მაღალი წარმადობა გზას უხსნის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა CBDC, დეცენტრალიზებული ბირჟები, მიკროგადახდები და კონფიდენციალური ტრანზაქციები. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ConsenSys-მა დახურა 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი, ინვესტორებმა კომპანია 3.2 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. https://tinyurl.com/2jkc67t7
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now