Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ Blockchain.com-ის მონაცემების თანახმად Bitcoin-ების უმეტესობა - 90% უკვე ბრუნვაშია. ამასთან ინდუსტრიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრიპტოვალუტის დარჩენილი 10%-ის მაინინგს საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდება. 

image.jpeg 

პირველი Bitcoin-ის მოპოვებიდან 12 წელი გავიდა და ღია მიმოქცევაში 18.9 მილიონი მონეტა იმყოფება. ბირჟა CoinDesk-ის პროგნოზით ყველა Bitcoin-ის ბრუნვაში მოქცევა 2140 წლამდე მოსალოდნელი არ არის. 

Bitcoin-ის halving (განახევრება), რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, პირველ რიგში ნიშნავს ჯილდოს შემცირებას თითოეული მოპოვებული ბლოკისთვის. განახევრება განაგრძობს მაინინგის პროცესის გართულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაინერები ახლა იღებენ 6.25 Bitcoin-ს ბლოკჩეინზე დამატებული თითოეული ბლოკისთვის, ხოლო 2024 წელს ჯილდოს ოდენობა განახევრდება. 

ამავე დროს, უკვე მოპოვებული Bitcoin-ების დაახლოებით 20% (3.7 მილიონი) სხვადასხვა მიზეზის გამო „დაკარგულად“ ითვლება - ეს ნიშნავს, რომ მათი მიღება შეუძლებელია. 

ბოლო დროს განვითარებული ტენდენციის გაგრძელებით ორშაბათს Bitcoin 5.8%-ით დაეცა, მისი კურსი 48 000 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, გასულ კვირას კი კურსი შემცირდა 27%-ით. კრიპტოაქტივების ფასის ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად ბირჟის ზოგიერთი ექსპერტი იმედოვნებს, რომ Bitcoin კვლავ გაძვირდება, რადგან ბევრი, მათ შორის მსხვილი მოთამაშეები, კრიპტოვალუტას აფასებენ, როგორც ჰეჯირების საშუალებას ინფლაციის წინააღმდეგ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.