Magdalena Posted December 16, 2021 Posted December 16, 2021 პორტალ Blockchain.com-ის მონაცემების თანახმად Bitcoin-ების უმეტესობა - 90% უკვე ბრუნვაშია. ამასთან ინდუსტრიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრიპტოვალუტის დარჩენილი 10%-ის მაინინგს საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდება. პირველი Bitcoin-ის მოპოვებიდან 12 წელი გავიდა და ღია მიმოქცევაში 18.9 მილიონი მონეტა იმყოფება. ბირჟა CoinDesk-ის პროგნოზით ყველა Bitcoin-ის ბრუნვაში მოქცევა 2140 წლამდე მოსალოდნელი არ არის. Bitcoin-ის halving (განახევრება), რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, პირველ რიგში ნიშნავს ჯილდოს შემცირებას თითოეული მოპოვებული ბლოკისთვის. განახევრება განაგრძობს მაინინგის პროცესის გართულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაინერები ახლა იღებენ 6.25 Bitcoin-ს ბლოკჩეინზე დამატებული თითოეული ბლოკისთვის, ხოლო 2024 წელს ჯილდოს ოდენობა განახევრდება. ამავე დროს, უკვე მოპოვებული Bitcoin-ების დაახლოებით 20% (3.7 მილიონი) სხვადასხვა მიზეზის გამო „დაკარგულად“ ითვლება - ეს ნიშნავს, რომ მათი მიღება შეუძლებელია. ბოლო დროს განვითარებული ტენდენციის გაგრძელებით ორშაბათს Bitcoin 5.8%-ით დაეცა, მისი კურსი 48 000 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, გასულ კვირას კი კურსი შემცირდა 27%-ით. კრიპტოაქტივების ფასის ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად ბირჟის ზოგიერთი ექსპერტი იმედოვნებს, რომ Bitcoin კვლავ გაძვირდება, რადგან ბევრი, მათ შორის მსხვილი მოთამაშეები, კრიპტოვალუტას აფასებენ, როგორც ჰეჯირების საშუალებას ინფლაციის წინააღმდეგ. https://tinyurl.com/2p97r2cf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.