Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის გენერალური დირექტორი Pat Gelsinger ამჟამად იმყოფება ტაივანში, რათა შეხვდეს TSMC-ის აღმასრულებლებს, ასევე მიწოდების ჯაჭვის სხვა მთავარ წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ნახევრადგამტარი პროდუქტების ბაზრის მიმდინარე სიტუაცია. Intel-ის გენერალურ დირექტორი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ტაივანში მოგზაურობის წინ, მაგრამ ახლა DigiTimes აცხადებს, რომ Intel და TSMC შეინარჩუნებენ მჭიდრო პარტნიორობას მინიმუმ 2025 წლამდე - იმ დრომდე, როდესაც მოსალოდნელია ტაივანური კომპანიის მიერ 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოების დაწყება. საბოლოო ჯამში Intel შესაძლოა გახდეს TSMC-ის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი 2023 წლისთვის, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება 3-ნანომეტრიანი საწარმოო პროცესი. 

image.jpeg 

როგორც DigiTimes აღნიშნავს, Intel-ს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აქვს TSMC-თან თანამშრომლობაზე. ერთი მხრივ Intel ცდილობს წამყვანი პოზიციის დაბრუნებას, მეორე მხრივ ბოლო წლების თანამედროვე ტექნოპროცესების გამოშვების შეფერხება ტექნოლოგიურ გიგანტს აიძულებს დამხარებისთვის მიმართოს მესამე მხარეს, როგორიცაა TSMC. თუკი Intel-ს TSMC-სთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, სამომავლოდ მოუწევს ტაივანურ კომპანიას მოგების 50% გადაუხადოს და ამასთან გააგრძელოს ათეულობით მილიარდის ხარჯვა ახალი სიმძლავრეების შენებისთვის. აგრეთვე არსებობს ალბათობა, რომ Intel მიიებს ჭარბ სიმძლავრეს, რის შემდეგ ჩიპების წარმოებას საკუთარი ძალებით დაიწყებს და ნაკლებად გახდება TSMC-ზე დამოკიდებული. ეს ჭარბი სიმძლავრე აგრეთვე შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა კომპანიების ჩიპების წარმოებისთვის, როგორებიცაა Qualcomm ან AWS. 

TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებელი ამჟამად არის Apple - წარმოების სიმძლავრის თითქმის 26%-ით, შემდეგ მოდის MediaTek 5.8%-ით და AMD 4.39%-ით. Intel 0,84%-იანი მაჩვენებლით მე-11 ადგილზე დაეცა. რა თქმა უნდა, TSMC-ს დასჭირდება თავისი პროდუქციის ხაზების შესაბამისად ადაპტირება, რათა Intel-მა არ გამოდევნოს სხვა მნიშვნელოვანი მომხმარებლები, როგორებიცაა AMD, Qualcomm და ა.შ. 

DigiTimes ასევე იტყობინება, რომ AMD-მ და Qualcomm-მა შესაძლოა გადასცენ 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება Samsung-ს იმ შემთხვევაში, თუ TSMC ვერ გააფართოვებს წარმოებას საკმარისად სწრაფად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.