Magdalena Posted December 16, 2021 Posted December 16, 2021 Intel-ის გენერალური დირექტორი Pat Gelsinger ამჟამად იმყოფება ტაივანში, რათა შეხვდეს TSMC-ის აღმასრულებლებს, ასევე მიწოდების ჯაჭვის სხვა მთავარ წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ნახევრადგამტარი პროდუქტების ბაზრის მიმდინარე სიტუაცია. Intel-ის გენერალური დირექტორი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ტაივანში მოგზაურობის წინ, მაგრამ ახლა DigiTimes აცხადებს, რომ Intel და TSMC შეინარჩუნებენ მჭიდრო პარტნიორობას მინიმუმ 2025 წლამდე - იმ დრომდე, როდესაც მოსალოდნელია ტაივანური კომპანიის მიერ 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოების დაწყება. საბოლოო ჯამში Intel შესაძლოა გახდეს TSMC-ის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი 2023 წლისთვის, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება 3-ნანომეტრიანი საწარმოო პროცესი. როგორც DigiTimes აღნიშნავს, Intel-ს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აქვს TSMC-თან თანამშრომლობაზე. ერთი მხრივ Intel ცდილობს წამყვანი პოზიციის დაბრუნებას, მეორე მხრივ ბოლო წლების თანამედროვე ტექნოპროცესების გამოშვების შეფერხება ტექნოლოგიურ გიგანტს აიძულებს დამხარებისთვის მიმართოს მესამე მხარეს, როგორიცაა TSMC. თუკი Intel-ს TSMC-სთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, სამომავლოდ მოუწევს ტაივანურ კომპანიას მოგების 50% გადაუხადოს და ამასთან გააგრძელოს ათეულობით მილიარდის ხარჯვა ახალი სიმძლავრეების შენებისთვის. აგრეთვე არსებობს ალბათობა, რომ Intel მიიღებს ჭარბ სიმძლავრეს, რის შემდეგ ჩიპების წარმოებას საკუთარი ძალებით დაიწყებს და ნაკლებად გახდება TSMC-ზე დამოკიდებული. ეს ჭარბი სიმძლავრე აგრეთვე შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა კომპანიების ჩიპების წარმოებისთვის, როგორებიცაა Qualcomm ან AWS. TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებელი ამჟამად არის Apple - წარმოების სიმძლავრის თითქმის 26%-ით, შემდეგ მოდის MediaTek 5.8%-ით და AMD 4.39%-ით. Intel 0,84%-იანი მაჩვენებლით მე-11 ადგილზე დაეცა. რა თქმა უნდა, TSMC-ს დასჭირდება თავისი პროდუქციის ხაზების შესაბამისად ადაპტირება, რათა Intel-მა არ გამოდევნოს სხვა მნიშვნელოვანი მომხმარებლები, როგორებიცაა AMD, Qualcomm და ა.შ. DigiTimes ასევე იტყობინება, რომ AMD-მ და Qualcomm-მა შესაძლოა გადასცენ 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება Samsung-ს იმ შემთხვევაში, თუ TSMC ვერ გააფართოვებს წარმოებას საკმარისად სწრაფად. https://tinyurl.com/2p8kjaye Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.