Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს თანამშრომლების სამეცნიერო სტატიაში აღმოჩნდა მინიშნებები მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და მანქანური სწავლებებისთვის განკუთვნილი სამომავლო გრაფიკული პროცესორების კონფიგურაციების შესახებ - გვაცნობებს Wccftech. სტატია, სახელწოდებით GPU Domain Specialization via Composable On-Package Architecture, გამოჩნდა ACM-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. სპეციალისტები განიხილავენ უნივერსალური მულტი-ჩიპის არქიტექტურას Composable On-PAckage GPU (COPAGPU), რომელიც საშუალებას იძლევა ეკონომიურად ეფექტურად შეიქმნას გრაფიკული პროცესორის სპეციალიზებული ვერსიები გამოყენების სხვადასხვა სფეროსთვის. 

image.jpeg 

სტატიაში განხილული იყო უცნობ გრაფიკულ პროცესორ GPU-N-ის ვარიანტი, რომელიც 134 Streaming Multiprocessor (SM) ბლოკს შეიცავს. ბლოკების ეს რაოდენობა შესაძლებელია მოიცავდეს 8576 CUDA FP32 ბირთვს.  GPU-N-ს აგრეთვე აქვს 60 გბ მოცულობის მე-2 დონის ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 1.4 გჰც სიხშირეზე. GPU-N-ის საბაზისო ვარიანტს თან ახლავს HBM2 მეხსიერების ექვსი სტეკი 100 გბ-მდე მოცულობით და 2.68 ტბ/წმ სიჩქარით. მანქანურ სწავლებებზე ორიენტირებული ჩიპის ვარიანტის შემთხვევაში სპეციალისტებმა განიხილეს GPU-ის კონფიგურაცია 1.92 გბ მოცულობის მე-3 დონის ქეშით, 233 გბ-მდე HBM2 მეხსიერებითა და ჯამური სიჩქარით - 6.3 ტბ/წმ. 

სიჩქარეს რაც შეეხება, სიმულაციის შედეგად მიღებული მონაცემებით GPU-N-ის საბაზისო ვარიანტმა FP16 მატრიცულ ოპერაციებში შესაძლოა მიაღწიოს 779 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობას - ეს ორნახევარჯერ მეტია მიმდინარე თაობის NVIDIA A100-ის მაჩვენებელთან შედარებით. წარმადობის ასეთ დონეს ინსაიდერები ელოდნენ გამოთვლების სამომავლო ამაჩქარებლებში NVIDIA Hopper, აღნიშნავს Wccftech. შესაძლოა, სტატიაში აღწერილ კონფიგურაციებ NVIDIA-ს ამაჩქარებლების მომდევნო სერიაში ვიხილოთ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.