Magdalena Posted December 16, 2021 Posted December 16, 2021 NVIDIA-ს თანამშრომლების სამეცნიერო სტატიაში აღმოჩნდა მინიშნებები მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და მანქანური სწავლებებისთვის განკუთვნილი სამომავლო გრაფიკული პროცესორების კონფიგურაციების შესახებ - გვაცნობებს Wccftech. სტატია, სახელწოდებით GPU Domain Specialization via Composable On-Package Architecture, გამოჩნდა ACM-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. სპეციალისტები განიხილავენ უნივერსალური მულტი-ჩიპის არქიტექტურას Composable On-PAckage GPU (COPAGPU), რომელიც საშუალებას იძლევა ეკონომიურად ეფექტურად შეიქმნას გრაფიკული პროცესორის სპეციალიზებული ვერსიები გამოყენების სხვადასხვა სფეროსთვის. სტატიაში განხილული იყო უცნობ გრაფიკულ პროცესორ GPU-N-ის ვარიანტი, რომელიც 134 Streaming Multiprocessor (SM) ბლოკს შეიცავს. ბლოკების ეს რაოდენობა შესაძლებელია მოიცავდეს 8576 CUDA FP32 ბირთვს. GPU-N-ს აგრეთვე აქვს 60 გბ მოცულობის მე-2 დონის ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 1.4 გჰც სიხშირეზე. GPU-N-ის საბაზისო ვარიანტს თან ახლავს HBM2 მეხსიერების ექვსი სტეკი 100 გბ-მდე მოცულობით და 2.68 ტბ/წმ სიჩქარით. მანქანურ სწავლებებზე ორიენტირებული ჩიპის ვარიანტის შემთხვევაში სპეციალისტებმა განიხილეს GPU-ის კონფიგურაცია 1.92 გბ მოცულობის მე-3 დონის ქეშით, 233 გბ-მდე HBM2 მეხსიერებითა და ჯამური სიჩქარით - 6.3 ტბ/წმ. სიჩქარეს რაც შეეხება, სიმულაციის შედეგად მიღებული მონაცემებით GPU-N-ის საბაზისო ვარიანტმა FP16 მატრიცულ ოპერაციებში შესაძლოა მიაღწიოს 779 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობას - ეს ორნახევარჯერ მეტია მიმდინარე თაობის NVIDIA A100-ის მაჩვენებელთან შედარებით. წარმადობის ასეთ დონეს ინსაიდერები ელოდნენ გამოთვლების სამომავლო ამაჩქარებლებში NVIDIA Hopper, აღნიშნავს Wccftech. შესაძლოა, სტატიაში აღწერილი კონფიგურაციები NVIDIA-ს ამაჩქარებლების მომდევნო სერიაში ვიხილოთ. https://tinyurl.com/yckud9aa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.