Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გერმანულმა შემნახველმა ბანკებმა დაიწყეს კრიპტოვალუტების საფულის პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანია ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა ციფრული აქტივების გამოყენებით - აცხადებს გამომცემლობა Capital. 

ცნობების თანახმად კონცეფციაზე მუშაობს IT-სერვისების პროვაიდერ S-Payment-ის გუნდი. საპილოტე პროექტზე ხმის მიცემა 2022 წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს. 

გამომცემლობა ამტკიცებს, რომ გეგმა ითვალისწინებს ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას პირდაპირ ანგარიშების მეშვეობით. მომხმარებელს არ მოუწევს დამატებითი გადამოწმების პროცედურების გავლა. 

მჟამად გერმანიაში დაახლოებით 370 შემნახველი ბანკია. საერთო ბაზა მოიცავს დაახლოებით 50 მილიონ მომხმარებელს, მართვის ქვეშ არსებული აქტივები შეფასებულია 1.4 ტრილიონ ევროდ (1.58 ტრილიონი აშშ დოლარი). 

მანამდე გერმანიის ახალი ხელისუფლების პარტიებმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას, რომელშიც კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების მთავარ მიმართულებებს შორისაა მითითებული. 

2019 წელს გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ბანკებს საშუალებას აძლევს შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტები. 

2020 წლის მარტში ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა სამმართველომ მოახდინა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური აქტივების კლასიფიცირება. 

2021 წლის აპრილში ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ინსტიტუციურ ფონდებს საშუალებას აძლევს განახორციელონ აქტივების 20%-მდე მოცულობის ინვესტიცია კრიპტოვალუტებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.