Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი Raja Koduri სიტყვით გამოდის სპეციალიზებულ ღონისძიებებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც კომპანიას სურს განაცხადოს ახალი ინიციატივების ან პროდუქტების შესახებ. როგორც Reuters აცხადებს, მეტასამყაროს შექმნის გლობალური ტენდენციის ფონზე Intel-ის ხელმძღვანელმა საინტერესო მაგალითი მოიყვანა, რაც გულისხმობს ერთ პროგრამულ პლატფორმაზე გაერთიანებული რამდენიმე მოწყობილობის აპარატული რესურსის ერთობლივ გამოყენებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Intel 

რაჯა კოდურის თქმით, მეტასამყარო შესაძლებელს გახდის სხვადასხვა შემადგენლობის კომპიუტერული სისტემების რესურსების გამოყენებას კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად დროის კონკრეტულ მომენტში. მაგალითად, თუ მომხმარებელს სურს  მძლავრი ენერგორესურსის საჭიროების მქონე თამაშის გაშვება სუსტ ლეპტოპზე, პლატფორმა მას საშუალებას მისცემს გამოიყენოს ახლომდებარე გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერის გამოთვლითი რესურსები, თუ ის ამჟამად უშუალოდ არ არის ჩართული. 

ეს ყველაფერი მოგვაგონებს ქლაუდ გეიმინგ, თუმცა გამოიყენება საბოლოო მომხმარებლების საკუთრებაში არსებული აპარატული რესურსები. Intel გვპირდება, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ეკოსისტემა იმუშავებს კონკურენტების მოწყობილობებთანაც და განვითარდება ღიაობის პრინციპის თანახმად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.