Jump to content

Recommended Posts

Posted

სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენცია IEDM-ზე IBM-მა და Samsung-მა წარადგინეს ჩიპებში ტრანზისტორების ვერტიკალური განლაგების ახალი დიზაინი. Vertical Transport Field Effect Transistors (VTFET) ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს წარმადობა ან შეამციროს ჩიპის ენერგმოხმარება შესაბამისი ზომის ტრადიციულ ჩიპებთან შედარებით. 

image.jpeg 

თანამედროვე პროცესორებსა და ჩიპსეტებში ტრანზისტორები სილიკონის ფირფიტაზე დატანილია ჰორიზონტალურ სიბრტყეში. VTFET-ების გამოყენებისას პირიქით, ტრანზისტორები განლაგდება ვერტიკალურად. 

დეველოპერების ინფორმაციით ამგვარ მიდგომას ორი უპირატესობა გააჩნია. პირველი, შესაძლებელია მურის კანონით მიმდინარე ტექნოლოგიებზე დაწესებული მრავალი შეზღუდვისთვის გვერდის ავლა. მეორე, დიზაინის ახალი ვარიანტი უზრუნველყოფს ნაკლებ ენერგოხარჯს ენერგიის უფრო ეფექტური გადამისამართების წყალობით. კომპანიის დეველოპერების შეფასებით შედეგად შესაძლებელი გახდება შეიქმნას ჩიპეი, რომლებიც იქნება ორჯერ სწრაფი, ან გამოიყენებენ 85%-ით ნაკლებ ენერგიას FinFET ტექნოლოგიის მიხედვით წარმოებულ ჩიპებთან შედარებით. 

როგორც IBM და Samsung აცხადებენ, ერთ დღესაც ამგვარი ტექნოპროცესის გამოყენების შედეგად შესაძლებელი გახდება ისეთი სმარტფონების წარმოება, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში იმშავებენ დამუხტვის საჭიროების გარეშე და/ან შეასრულებენ დიდი ენერგოხარჯის მქონე ამოცანებს, მათ შორის კრიპტომაინინგს ელექტროენერგიის ნაკლები ხარჯითა და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით. 

IBM-სა და Samsung-ს არ გამოუცხადებიათ, როდის აპირებენ ახალი დიზაინის კომერციალიზაციას. ისინი არ არიან ერთადერთი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ გადალახონ არსებული შეზღუდვები. ივლისში Intel-მა გამოაცხადა ტრანზისტორების განლაგების ახალი ვარიანტის შექმნის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს მას 2024 წლისთვის გასცდეს ნანომასშტაბს და შექმნას ჩიპები Intel 20A ტექნოპროცესის შესაბამისად ახალი ტიპის RibbonFET ტრანზისტორების გამოყენებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.