Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ციფრულმა ევრომ შეიძლება შეარყიოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ფინანსური სტაბილურობა სუსტი ეკონომიკის მქონე ეროვნული ვალუტების შევიწროების შედეგად. ამის შესახებ ისაუბრა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ. 

„ციფრული ევრო შეიძლება ისე გავრცელდეს მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომ ადგილობრივი ვალუტები შეავიწროვოს. ეს გამოიწვევს „ევროიზაციას“, რამაც შეიძლება გაართულოს მონეტარული პოლიტიკის რეალიზაცია და გამოიწვიოს ფინანსური არასტაბილურობა“, - განაცხადა პანეტამ. 

image.png 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რისკები უფრო მაღალი იქნება განვითარებადი ეკონომიკებისთვის, რადგან მათი ეროვნული ვალუტა ძალიან სუსტია და ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი სავაჭრო და ფინანსურ პარტნიორებზე. 

პანეტმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში CBDC-ის ამოქმედებამ „შეიძლება გააძლიეროს შოკების გადაცემა ეკონომიკებს შორის და გაცვლითი კურსის ცვალებადობა“. მისი თქმით, ლიკვიდურობა, დაბალი რისკი და სარგებლის განაკვეთი ინსტრუმენტს მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. 

ამასთან, პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ევროს ემისია შეამცირებს ევროკავშირის დამოკიდებულებას დოლარზე და გაზრდის რეგიონის ფინანსურ სტაბილურობას. პანეტამ საერთაშორისო გადახდების დოლარიზაციას უწოდა "კოლონიზაცია" და აღნიშნა, რომ "ორი ამერიკული შუამავალი (Visa და MasterCard) ამუშავებს ბარათით გადახდების ორ მესამედს ევროპაში". 

„CBDC გააძლიერებს ევროს საერთაშორისო როლს ევროპული ავტონომიის გაძლიერებით და დოლარის გლობალური დომინირების შემცირებით“, - თქვა მან. 

ივნისში პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ევრო უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის უკეთეს დაცვას, ვიდრე კერძო Stablecoin-ები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.