Jump to content

Recommended Posts

Posted

შაბათს, 11 დეკემბერს, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ამერიკულ აეროკოსმოსურ კომპანი Blue Origin-ის მორიგი ტურისტული სუბორბიტული ფრენა შედგა. ეს იყო Blue Origin-ის მეექვსე რეისი 2021 წელს, ჯამში კი მიმდინარე წელს კომპანიამ კოსმოსში 14 ადამიანი გაგზავნა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Blue Origin 

კოსმოსური ხომალი New Shepard RSS First Step“ აფრინდა დასავლეთ ტეხასში არსებული Blue Origin-ის პლატფორმიდან. 100 კმ სიმაღლის მიღწევის შემდეგ კაფსულა მგზავრებით წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე და საპარაშუტე სისტემის მეშვეობით განახორციელა მსუბუქი დაშვება აფრენის ადგილთან ახლოს. მთლიანი ფრენა გაგრძელდა დაახლოებით 11 წუთი, ეკიპაჟი კი უწონადობის მდგომარეობაში დაახლოებით სამი წუთი იმყოფებოდა. 

მისიის სახელწოდებაა NS-19 და მის ფარგლებში პირველად სუბორბიტალურ ხომალდ New Shepard-ის ბორტზე იმყოფებოდა ერთად ექვსი მგზავრი, მათ შორის იყო ორი საპატიო სტუმარი - ტელეწამყვანი და ვარსკვლავი Michael Strahan, აგრეთვე Laura Shepard Churchley - Alan Shepard-ის უფროსი ქალიშვილი. Alan Shepard პირველი ამერიკელია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა სახელი ხომალდს. 

ოთხმა კოსმოსურმა ტურისტმა ფრენის საფასური გადაიხადა. ესენი არიან ბიზნესმენი და ფილანთროპი Dylan Taylor, ინვესტორი Evan Dick, აგრეთვე ვენჩურული კაპიტალისტი Lane Bess და მისი ვაჟი Cameron Bess. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.